სირიაში ტერორისტებმა რუსეთის საელჩო დაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ერთი ნაღმი საელჩოს ეზოში, მეორე კი მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საელჩოში მიაჩნიათ, რომ სანამ ტერორისტული დაჯგუფებები არ განადგურდება, თავდასხმის საფრთხე კვლავ იარსებებს.
სირიაში რუსეთის საელჩოზე მსგავსი თავდასხმა ოქტომბერშიც განხორციელდა. შემთხვევის შედეგად საელჩომ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.
19 დეკემბერს, ტერორისტმა თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლა.