სირიაში საერთაშორისო ტერორისტი სანაფი ან-ნასრი იქნა ლიკვიდირებული


ტელემაუწყებლობა Al Arabiya-ს ინფორმაციის მიხედვით, სირიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი საერთაშორისო ტერორისტი იბრაჰიმ ალ-შარეხი (მოქმედებდა, როგორც სანაფი ან-ნასრი) იქნა ლიკვიდირებული. იგი რადიკალური ორგანიზაცია “ჯებხატ ან-ნუსრის” მეთაური იყო. აღნიშნული დაჯგუფება “ალ-კაიდას” ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენს.

ტელემაუწყებლობის ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტი ავიაიერიშების შედეგად, ხუთშაბათს დაიღუპა, ხოლო მისი სიკვდილის შესახებ ტერორისტებმა შაბათს განაცხადეს. ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, თუ რომელი ქვეყნის საჰაერო ძალების ავაიაერიშებს ემსხვერპლა ტერორისტი – ამერიკისა თუ რუსეთის. ტერორისტის სიკვდილს პენტაგონიც ადასტურებს.

Comments
Loading...