სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსეთის სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის პორტში დაბრუნდა

სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსეთის სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის პორტში დაბრუნდა. შავი ზღვის ფლოტში აცხადებენ, რომ სამხედრო ხომალდმა საკუთარი მისია დაასრულა.

კრეისერი მოსკოვი თავდაპირველად ხმელთაშუა ზღვაში იმ გემების დასაცავად გაგზავნეს, რომლებსაც სირიაში რუსეთის ავიაბაზაზე მარაგი ჩაჰქონდათ, თუმცა თურქული მოიერიშეების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ის ქალაქ ლატაკიის სანაპიროსთან გადაიყვანეს.

სამხედრო ხომალდის ბორტზე 500-კაციანი კონტინგენტი იმყოფებოდა. გემი ასევე აღჭურვილია C 300 ტიპის ანტისაჰაერო სისტემით, სამხედრო ვერტმფრენებითა და წყალქვეშა ნავის გამანადგურებელი იარაღით.

Leave A Reply

Your email address will not be published.