სირიის არმიამ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი დაიკავა

სირიის სამთავრობო არმიამ ქალაქი შეიხ–მისკინი დაიკავა, რომელიც სამხრეთ პროვინციების – დერაას, ელ–კუნეიტრას და ეს–სუვეიდას დასაკავშირებლად საკვანძო ქალაქია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის გასათავისუფლებლად ბრძოლები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 50–ზე მეტი “ბოევიკი” იქნა ლიკვიდირებული, 250 კი დაიჭრა.

სირიის არმიის სარდლობა იმედოვნებს, რომ შეიხ–მისკინზე კონტროლის დაბრუნება დამასკოს სამხრეთით ტერორისტების მომარაგების ყველა გზის გაკონტროლებას შეუწყობს ხელს.

სირიაში ბრძოლები 2011 წლიდან მიმდინარეობს.

Comments
Loading...