რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობა და მეამბოხეები – რუსეთისა და თურქეთის გარანტიით – ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთშაბათს, შუაღამისას შევა ძალაში.
სამშვიდობო ზავი არ შეეხება სირიაში მოქმედ ორ ჯიჰადისტურ დაჯგუფებას, „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ჯაბჰატ ფატეჰ ალ-შამს“ (ყოფილი ნუსრას ფრონტი).
წყარო : guardian.ge