სირიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია

პირველად 2011 წლის შემდეგ ბაშარ ასადმა სირია დატოვა. სირიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია.

“თქვენი თხოვნის შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა სირიელი ხალხის დასაცავად. სირიელი ხალხი ფაქტობრივად მარტო იბრძოდა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, თუმცა ბოლო დროს ამ ბრძოლაში გარკვეულ დადებით შედეგებს მიაღწია“ – განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ასადთან გამართულ შეხვედრაზე, კრემლში.

პუტინის განცხადებით სირიაში ტერორისტების მხარეს ყოფილი საბჭოთა კავშირის 4 ათასამდე მოქალაქე იბრძვის და რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს რომ არ დაუშვას მათი უკან, რუსეთში დაბრუნება და იქ სიტუაციის გამწვავება. თავის მხრივ ბაშარ ასადმა მადლობა გადაუხადა პუტინს სირიისათვის აღმოჩენილი დახმარების გამო.

“ჩვენ მადლობლები ვართ რუსეთის რომელიც იცავს სირიის ერთიანობას და დამოუკიდებლობას“-ციტირებს newsru.com-ი სირიის პრეზიდენტს.

Comments
Loading...