სირიის სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევიდა

წუხელ, ღამის 12 საათზე სირიის თაობაზე სამშვიდობო შეთანხმება ძალაში შევიდა. როგორც გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მიცურა იტყობინება, სროლის ხმა აღარ ისმის, თუმცა ერთი ინციდენტის გამოკვლევა მიმდინარეობს.

შეთანხმების ძალაში შესვლის წინ აშშ პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააფრთხილა რუსეთი და მისი მოკავშირეები, რომ „მსოფლიო შეთანხმების შესრულებას დააკვირდება“.

შეთანხმების ძალაში შესვლამდე რუსეთმა საჰაერო დარტყმები გააძლიერა, თუმცა 12 საათის შემდეგ ჩრდილოეთის ქალაქ ალეპოს გარდა სროლის ხმა არსად ისმოდა, აცხადებენ სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაში, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს.

დე მიცურას განცხადებით, თუ მშვიდობა მეტწილად შენარჩუნდება, მოლაპარაკებები სირიაზე 7 მარტიდან განახლდება.

Comments
Loading...