სიცივით აკანკალებული მოხუცი თბილისის ქუჩაში მწვანილს ყიდის – სულისშემძვრელი ფოტო

სოციალურ ქსელში სულისშემძვრელი ფოტო ვრცელდება.

ფოტოზე აღბეჭდილია პლედშემოხვეული ადამიანი, რომელიც, როგორც “ფეისბუქში წერენ, მოხუცი ქალბატონია. ის ყინვასა და თოვლში ქუჩაში ზის და მწვანილს ყიდის.

ქართული რეალობისთვის მსგავსი რამ უცხო არ არის, ამ ადამიანის მსგავსად ჩვენ გვერდით მყოფნი არ უშინდებიან ზამთრის სიცივეს და ლუკმა-პურის შოვნას ასე ცდილობენ.

ფოტოს “ფეისბუქში” დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

“ბათუმის ბულვარს დამის “გაძერსკებას” თქვენს ჭკუაში მოეშვით და ასეთ ადამიანებს დაეხმარეთ ))))”;

“მთავრობა ხარ ოჯახში შენ თვითონ…ამას შვილები ვერ ხედავენ?”

“მინდა, ადამიანებს ასეთი ცხოვრება არ ჰქონდეთ”;

“გული მომიკვდა”, – წერენ კომენტარებში.

ფოტოს ავტორია დავით თაბაგარი.

Leave A Reply

Your email address will not be published.