სკანდალი: ამერიკულმა პრესამ ცხინვალზე თავდასხმაში სააკაშვილი დაადანაშაულა

ამერიკული გამოცემა «American Diplomacy», საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ინდიანას (აშშ) უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორის დიმიტრი შლაპენტოხის ავტორობით ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდას მიმოხილვიდან:

„მიხეილ სააკაშვილის თავდასხმამ 2008 წლის ზაფხულში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებულნი, სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა და საბოლოო ჯამში რუსეთთან ომი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ნეოკონსერვატორები თბილისს მხარს უჭერდნენ, საქართველო ფაქტიურად ვაშინგტონის დახმარების გარეშე დარჩა და ომში დამარცხდა. [აშშ-ის ინერტულობით] მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფილი იყო, რადგან მან წინა წლებში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯორჯ ბუშის სახელი დაარქვა, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქუჩაა ასეთი სახელწოდებით“ – წერს ავტორი.

ავტორის შეფასებითვე, როცა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი და [მისი პარტია] დამარცხდა, ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი ხელისუფლების მიერ რეალურად თუ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედების გამოძიება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ბედი არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერების პოლიტიკური სიკვდილისაგან, რომ არა უკრაინა.

Leave A Reply

Your email address will not be published.