სკანდალი – “ბაგა-ბაღებში, უხარისხო საქონლის ხორცთან ერთად, ცხენის ხორციც ხვდება”

„თელეთის ხორცის“ პროდუქტის დიდი ნაწილი საკვებად უვარგისია. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარემ გია ბურჯანაძემ განუცხადა. გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ვარაუდობს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში უხარისხო საქონლის ხორცთან ერთად, ცხენის ხორციც ხვდება.
მისი ინფორმაციით, კუმისის ტერიტორიაზე არის ადგილი, სადაც ფიზიკურ პირებს, ინდმეწარმეებსა და ა.შ მიჰყავთ ცხენები, ხარები… აქედან მარაგდება „თელეთის ხორცი“ და ეს პროდუქცია შემდეგ ბაგა-ბაღებში შედის.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალებიც არსებობს. ბაგა-ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტომ „თელეთის ხორცთან“ კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა, მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა.
„თელეთის ხორცი“ რომ არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მისი საკვებად გამოყენება განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული, ამაზე დაახლოებით ერთი წლის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებიც მეტყველებს. მონიტორთა დასკვნის საფუძველზე ბათუმის საბავშვო ბაღებში რამდენიმე ხნით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესიც შეჩერდა“,- წერს „პრაიმტაიმი“.

Comments
Loading...