სკანდალი: დავით საგანელიძის მეგობრული ფოტო ჩინეთში მყოფ აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობასთან

ჩინეთში გამართულ ფორუმზე, ქართულ მხარეს აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის მიწვევის გამო მასპინძელი ორგანიზაციის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს, მეტიც, დავით საგანელიძემ სონერ გოგუასთან მეგობრული ფოტოც გადაიღო.

ჩინეთში გამართულ სასოფლო-სმეურნეო გამოფენაზე, საქართველოს საპარტნიორო ფონდის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა აფხაზური დელეგაციაც, რომელსაც სონერ გოგუა აფსნის საერთაშორისო ფონდის დირექტორი ხელმძღვანელობდა. იგი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელია და მონაწილეობდა 1992-93 წლის აფხაზეთის ომში.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია მონაწილეობს 14-15 მაისს დაგეგმილ „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმში.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პეკინში დაგეგმილ ვიზიტამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციას ესტუმრა და ამავე პროვინციის ქალაქ იჩანში გამართულ ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი ორგანიზატორი უმსხვილესი ჩინური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „Huahe International”-ია, რომლის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველი 2015 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა.

მედიაში უკვე გავრცელდა დავით საგანელიძისა და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლის მეგობრული ფოტო ჩინეთში ღონისძიების შემდეგ გადაღებული.

ფორუმს 110 ქვეყნის ოფიციალური პირი, 28 ქვეყნის სახელმწიფო ლიდერი, 92 ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...