სკანდალი კოალიციაში – “ქანთარია: „რესპუბლიკური პარტია, არაა ხალხოსნური პარტია”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსი ქართულ ოცნებასთან ერთად იყო და მათ ელექტორატს წარმოადგენდა.თუმცა, პატრიოტთა ალიანსი შემდეგ ოცნებას გაებუტა, რადგან ხელისუფლებამ არ მოახდინა რადიკალური ჩარევა სამართლიანობის აღდგენის პროცესში. ქანთარია ამბობს, რომ საგარეჯოს არჩევნების ასეთ შედეგს, თავისი მიზეზი ჰქონდა და ხიდაშელი მარტო რესპუბლიკელების კანდიდატი რომ ყოფილიყო აშკარა უპირატესობა ინაშვილის მხარეს იქნებოდა. ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, თანაკოალიციელ, რესპუბლიკურ პარტიას არახალხოსნურ პარტიად მოიხსენიებს.

„რესპუბლიკური პარტია, არაა ხალხოსნური პარტია, მას ხალხთან არასდროს ჰქონია თბილი დამოკიდებულება. ის შედგება პროფესიონალებისაგან, რომლებმაც კარგად იციან მუშაობა. ჩვენი კანდიდატი, ხიდაშელი ამ შემთვევაში აფსოლუტურად გამოუცდელი იყო ხალხთან ურთიერთობებში, მას არ შეეძლო ის რასაც აკეთებდა ინაშვილი. ამიტომ ერთი ერთზე რომ გასულიყვნენ აშკარა, უპირატესობა იქნებოდა ინაშვილის მხარეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწონა კოალიციის რესურსმა და ამან გადაწყვიტა საქმე. კანონი არ დარღვეულა და თუ დაირღვა, არის სასამართლო და ის გაარკვევს“, – აცხადებს გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში ნუკრი ქანთარია.

Comments
Loading...