„სხვა საკითხია იმ მღვდლის მიერ, რომელმაც თბილისში რომის პაპს უგალობა, ლუჟკოვისთვის სპეცგალობის მიძღვნა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ლუჟკოვის მიერ თბილისში გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დათმობა საქართველოსთვის კარგი იქნება, ღირსების არმქონე ხელისუფლების დაცინვაა.

უკრაინაში და აზერბაიჯანში არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებმაც ქვეყნის კანონი დაარღვიეს და მათ ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. პასპორტში არ იყო კანონდარღვევა აღნიშნული და იმიტომ შემოვუშვითო, არის საქართველოს მთავრობის მხრიდან სამარცხვინო თავის მართლება.

სხვა საკითხია იმ მღვდლის მიერ, რომელმაც თბილისში რომის პაპს უგალობა, ლუჟკოვისთვის სპეცგალობის მიძღვნა და სოციალურ ქსელში სიამაყის ფოტოების გამოფენა“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში 7 მაისს, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში მეუღლესთან ერთად, ქართულ-არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დაესწრო.

Comments
Loading...