“სხვისი ცხოვრებით ნუ ცხოვრობთ, დაიღუპებით!”

რეჟისორი ზაზა ურუშაძე უკრაინული მედიის მიერ მსახიობ მიშა მესხთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რა გჭირთ ხალხო, რა დაეტაკეთ ამ ბიჭს, მეტი საქმე არ გაქვთ???!!! რას აქვეყნებთ გამწარებული ამ ვიდეოს – როგორ ძინავს მიშა მესხს ტაქსიში, იმის მაგივრად იგნორი გაუკეთოთ ამ ყოვლად ამაზრზენ, ადამიანის უფლებების შემლახველ ვიდეოს!

რა გაბოროტებულები ხართ! ოსკარებზეც თუ დაიძინა, მე უნდა შევწუხებულიყავი ყველაზე მეტად, ჩემ მხარზე ეძინა და მე ვუვლიდი, თქვენ რამ შეგაწუხათ ასე????!!!! სხვისი ცხოვრებით ნუ ცხოვრობთ, დაიღუპებით!”, – წერს ურუშაძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.