,,სოკარის’’ ნავთობის პლატფორმაზე ხანძარს მეოთხე დღეა ვერ აქრობენ

აზერბაიჯანული კომპანია ,,სოკარის’’ ინფორმაციით, საზღვაო ნავთობის პლატფორმა ,,გიუნეშლი-10’’-ზე 4 დეკემებრს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო დაყ.აზ კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მაშველებმა ჯერაც ვერ იპოვეს ხანძრის შედეგად დაკარგულები. ცეცხლის ჩაქრობას ხელს უშლის ტალღები, რომელთა სიმაღლე ძლიერი ქარის გამო 3,5 მეტრს აღწევს. კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანულ ნავთობის პლატფორმაზე, ძლიერი ხანძრი გასულ პარასკევს გაჩნდა. მაშველებმა 33 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი, 29 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება. ხანძრის გაჩენის ოფიციალურ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, რომელიც ძლიერი შტორმის დროს ხაზის დაზიანებამ გამოიწვია.

Leave A Reply

Your email address will not be published.