სომალიში შობის დღესასწაულის აღნიშვნა აიკრძალა

სომალის მთავრობამ ქვეყანაში შობის დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად აკრძალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცვებს მიეცათ დავალება, არ დაუშვან ქრისტიანული დღესასწაულის მასობრივი აღნიშვნა. “ეს დღესასწაული არანაირად არ უკავშირდება ისლამს. როდესაც მუსლიმები სომალიში შობის დღესასწუალს ზეიმობენ – ეს არასწორია”, – განაცხადა ქვეყნის რელიგიის სამინისტროს წარმომადგენელმა. აკრძალვა არ ეხებათ უცხოელებს, რომლებსაც უფლება აქვთ შობა სახლებში აღნიშნონ. რაც შეეხება სასტუმროებს და საზოგადოებრივ ადგილებს, ამ დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალულია.

Comments
Loading...