სომეხთა მიერ საუკუნეების წინ დაწყებული ქართული კულტურის მიტაცება, დღესაც გრძელდება

სიმღერა, რომესაც სომხეთი ევროვიზიაზე გასაგზავნად ამზადებს შესაძლოა სკანდალის მიზეზი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სომხური ჰიტი „ჰაიასტანი“, როემლიც 2015 წლის ბოლოს გამოვიდა, გიორგი ვასაძის „ყვავილების ქვეყანა“-ს მუსიკას იმეორებს, თუმცა წარმოდგენილია როგორც სომხური ეროვნული ბალადა. ცნობისთვის, „ყვავილების ქვეყანა“ ერთხელ უკვე გახდა სასამართლო დავის საგანი და საავტორო უფლების აღიარებაზე სიმღერაზე „ყვავილების ქვეყანა“ განჩინება სასამართლომ 2002 წელს გამოიტანა:

აღნიშნულ ინფორმაციას “საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა” ეხმიანება:

სომეხთა მიერ საუკუნეების წინ დაწყებული ქართული კულტურის მიტაცება, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი ევროვიზიაზე გასაგზავნად ამზადებს, სიმღერას, რომელიც ქართველი კომპოზიტორის, გიორგი ვასაძის, „ყვავილების ქვეყანა“-ს ნოტებს იმეორებს. დღეს კი გამოჩნდა ვიდეო, სადაც აღნიშნული ერის წარმომადგენლები ზაქარია ფალიაშვილის „დაისზე“ ასრულებენ ცეკვას, რომელიც ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს.
აღნიშნულ ფაქტებზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა მოუწოდებს კულტურის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტს და მიიღოს შესაბამისი ზომები.

Comments
Loading...