სომხები სანტას,იგივე წმინდა ნიკოლოზის სომხურ წარმომავლობაზე საუბრობენ

ეთნოგრაფი რაფაელ ნაჰაპეტიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანტა კლაუსი რომელიც ძალიან უყვართ ევროპასა და ამერიკაში სომხური წარმომავლობისაა.
“ნახსენებია, რომ იგი დაიბადა 280 და იყო სომხური წარმოშობის. ის იყო შვილი ერგეფანის და ულამაზესი სომეხი ნუნესი. ამ მდიდარ ოჯახს არ ყავდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბავშვი და საბოლოოდ, მშობლების ლოცვა უფალმა შეისმინა და ღმერთმა მათ სასწაულებრივი შვილი გამოუგზავნა, რომელიც ეკლესიის მსახური გახდა ევროპის ქვეყნებში”, განაცხადა ეთნოგრაფმა.
წმინდა ნიკოლოზი დაიბადა ქალაქ ბატარაში(ახლოს ანტალიასთან).ის წაიყვანა ბიძამ ნიკოლოზ იერეტმა და თუ მას რამე გააჩნდა მატერიალური დაურიგა ღარიბებს, ეს იყო მისი ცხოვრების სლოგანი.
მოგვიანებით გახდა იუმენიის არქიეპისკოპოსი შემდეგ კი იყო რელიგიის გამავრცელებელი . გადრაიცვალა 326 წელს და ის არის ყველაზე საყვარელი წმინდანი რომელსაც სანტა კლაუსი ეწოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.