სომხეთში “ნოეს კიდობნის” აშენებას აპირებენ

სომხეთში კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსის „ნოეს კიდობნის“ მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ავაშენოთ მთელმა ერმა“ ავრცელებს, რომელიც ამ პროექტის ინიციატორიცაა.

ორგანიზატორები აპირებენ იმ ზომის და ტიპის კიდობნის აგებას, როგორზეც საუბარი არის ძველ აღთქმაში და რომელიც გადმოცემის თანახმად წარღვნის შემდეგ სწორედ სომხეთში, არარატის მთაზე გაჩერდა. თუმცა ძველი კიდობნისგან განსხვავებით ახალი კიდობანი აგებული იქნება რკინა-ბეტონისგან და დაფარული იქნება ხის დეტალებით. სიგრძე იქნება 132 მეტრი, სიგანე 22მეტრი, ხოლო სიმაღლე 13,2 მეტრი.

პროექტი წარედგინება სომხეთის მთავრობას განხილვისთვის და მისი მშენებლობა მიწის გამოყოფის შემდეგ დაიწყება.

პროექტის შესაბამისად, კიდობანში 200 პავილიონი განთავსდება, თითოეულ მათგანში კი სხვადასხვა სახელმწიფოსა და ერის დროშები, გერბები და კულტურული ექსპონატები გამოიფინება. ასევე, იქნება გალერეა, ბიბლიოთეკა, დარბაზები. გარდა ამისა, კიდობანში ტურისტებისა და მომლოცველების განთავსებაც იქნება შესაძლებელი.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...