შიდა ქართლში, სოფელ ხოვლეს ტყეში 50 წლამდე ასაკის ტყის მცველის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით ატარებს. ამ მუხლით, დამნაშავეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სიცოცხლის გაუფრთხილებლობისთვის ეკისრება.

ტყის მცველი სახლიდან 25 თებერვალს გავიდა, ოჯახის წევრებმა კი სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართეს, რაც მისი კუთვნილი ცხენი სოფელში მარტო დაბრუნდა და სატელეფონო კავშირი ვეღარ დაამყარეს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება, თუმცა, On.ge-ს წყაროს ინფორმაციით, მას ცხოველების მიერ მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

on.ge