სოფელ კუმისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
სოფელ კუმისთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს ამობრუნდა.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე