სოფელ სურების მთებში, 28 წლის ახალგაზრდა გაყინული იპოვეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სუარებში, 28 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, არჩილ შათირიშვილი, სურების მთებში, მესაქონლეთა კარავში გაყინული იპოვეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ცხედრის გადმოსასვენებლად, მთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„შუა სურებიდან ვანის მუნიციპალიტეტში მთის გავლითაც არის გადასვლა შესაძლებელი. ამ მოკლე გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ასე მოხდა არჩილის შემთხვევაშიც. მეგობართან იყო წამოსული და სახლში შაბათს ბრუნდებოდა. მას შემდეგ იძებნებოდა. დღეს, მთაში, მესაქონლეთა კარავში გაყინული იპოვეს. ცხედრის გადმოსასვენებლად, მთებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...