სოფელ უჯარმაში საჯარო პირებმა გიორგობა აღნიშნეს, შემდეგ ძაღლს ყელი გამოჭრეს და გადამალეს (ფოტო)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, 23 ნოემბერს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გამგებლის წარმომადგენელმა დავით აბელაშვილმა, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „დამოუკიდებლები“– ს თავმჯდომარე კონსტანტინე ღოღელიანმა და სამმა თანმხლებმა პირმა იქეიფეს, შემდეგ იქვე დაბმულ ძაღლს ყელი გამოჭრეს და გადამალეს.

აღნიშნული ინფორმაცია „რეგნიუსს“ მოქალაქე მერი როსტიაშვილმა მიაწოდა.

როსტიაშვილის თქმით, საჯარო პირებმა ფაქტის დამალვის მიზნით ძაღლი ქვის ჭაში ჩააგდეს.

„გამგებლის წარმომადგენელმა დავით აბელაშვილმა და ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ კონსტანტინე ღოღელიანმა და თანმხლებმა პირებმა სოფელ უჯარმაში გიორგობა აღნიშნეს, ალკოლოჰი მიიღეს და შემდეგ იქვე დაბმულ ძაღლს ყელი გამოჭრეს, ხოლო შემდეგ ფაქტის დამალვის მიზნით ძაღლი ერთ-ერთი ქვის ჭაში ჩააგდეს. როგორც კი ეს ამბავი გავიგე ჩავედი ადგილზე და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი, გარდაცვლილ ძაღლს ფოტოებიც გადავუღე. ადგილობრივებმა პოლიციაში დარეკეს, პოლიცია ადგილზე მივიდა და თქვეს, რომ გამოძიება დაადგენდა ყველაფერს. შეძრწუნებული ვარ ამ ფაქტით მსგავსი რამ როგორ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა“, – განაცხადა მერი როსტიაშვილმა.

Comments
Loading...