სოფელი, სადაც ხალხი ამობრუნებულ ნავებში ცხოვრობს

ჩრდილოეთ საფრანგეთში, 50 კმ-ის დაშორებით ფრანგული ფორტიდან – კალე, მეთევზეების სოფელი – ეკიანი მდებარეობს, სადაც 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აღსანიშნავი ამ სოფლიდან არის რაიონი, სადაც მოსახლეობა ამობრუნებულ ნავებში ცხოვრობს.

ეს ტრადიცია 100 წლის წინ დაარსდა. მაშინ ეკიანის მკვიდრები თავის შესაფარებლად ხის ნავებს იყენებდნენ. ამ უცნაური სოფლის სანახავად, ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

XIX საუკუნეში, სანაპიროზე უამრავ გამოუსადეგარ ხის ნავს ნახავდით. განსაკუთრებულად გაჭირვებულმა ოჯახებმა ისინი სახლებად აქციეს. რაიონს Quartier des quilles en l’air-ს ეძახიან, რაც „ჰაერში გამოკიდებულ გემის კიჩოებს“ ნიშნავს.

ნავებს ჯერ ხის ფისით ამუშავებდნენ, რომ შიგნით ნესტს არ შეეღწია. დამუშავებულ ნავს ამოაბრუნებდნენ და როგორც სახურავს, ისე იყენებდნენ, როცა ძირითადი სახლი ქვისგან ან ხისგან იყო აშენებული.

მეთევზეებს ძალიან ცოტა პირადი ნივთი ჰქონდათ. ამიტომ ინტერიერი ძალიან ვიწრო იყო. საცხოვრებელი ერთი ოთახისგან შედგებოდა, სადაც ოჯახის ყველა წევრს ერთად ეძინა…

ღუმელი ასეთ სახლებში გასათბობად და ასევე, საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენებოდა. პატარა ფანჯრების გამო, საცხოვრებელში დღის სინათლე ოდნავ თუ შემოდიოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, დაკიდული კიჩოების უბანი სრულიად განადგურდა. ერთადერთ გადარჩენილ ნავში მხატვარ პოლ კრისტოლის სახელოსნო იყო განთავსებული. დღეს ის პირად მფლობელობაშია და ტურისტებისთვის დაკეტილია.

მიუხედავად იმისა, რომ დაკიდული კიჩოები 50 წლის განმავლობაში არ არსებობდა, ტრადიცია ქალაქ ეკიანში მაინც შეინარჩუნეს.

ერთი ასეთი მომცრო სახლის დაქირავება კვირაში 350 ევრო ღირს, მოზრდილი ნავის კი – კვირაში 750. დასვენება ნავებში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ეკიანი ტურისტებს არაჩვეულებრივი დღეების გატარებას სთავაზობს.

artquille31-688x557 FireShot-Capture-071-Les-Quilles-En-LAir-à-EQUIHEN-PLAGE-p_-https___www.homify.fr_projets_34746

წყარო: http://pepper.ge/

Comments
Loading...