სოფო ნიჟარაძე – ეს ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაიკითხა. მას გამოძიებამ კითხვები გუშინ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაუსვა.
როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს.
“ეს არის აბსოლუტურად კომიკური სიტუაცია, რაშიც მე ვიმყოფები და ეს ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას. ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა”, – განაცადა ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს, ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ მასსა და სააკაშვილს შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
“მიმაჩნია, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კარგად გაკეთებული მიქსია და კოლაჟია”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

Comments
Loading...