SOS!

თამბაქო – მწვანედ შეფოთლილი მცენარე, რომელიც თბილ კლიმატურ პირობებში იზრდება. მისი გადამუშავებისას ფერმერები სხვადასხვა არომატებსა და დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს ურევენ.
თამბაქოს მწარე გემოს გადასაფარად ამატებენ ნივთიერებას, რომელიც კარგ გემოს სძენს, ამან კი სულ უფრო მეტი ადამიანი გახადა სიგარეტზე დამოკიდებული.

ამიაკი – ამატებენ, რათა ნიკოტინის ბოლი სწრაფად გაჯდეს ფილტვებში.
კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, რომლებიც სიგარეტს უფრო გემრიელსა და არომატულს ხდიან:

ნიკელი – შხამი, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს;

ბენზოლი – გამოიყენება საღებავის შესაქმნელად;

დარიშხანი – თაგვის საწამლავის მოსამზადებლად იყენებენ;

ბუტანი – თხევადი აირი, რომელსაც სანთებელა შეიცავს;

ნახშიროჟანგი – მომწამლავი აირი;

კადმიუმი – ბატარეებისა და აკუმულატორების საწარმოებლად გამოიყენება;

ციანიდი – მომაკვდინებელი შხამი;

DDT – მომაკვდინებელი გაზი;

ეთილის ფუროატი – აზიანებს ღვიძლს;

ტყვია – ძლიერი მომწამლავი;

ფორმალდეჰიდი – გვამების ბალზამირებისა და შესანახად გამოიყენება;

ნაფტალინი – განმარტება არ სჭირდება;

მეთილიზოციანატი – 1984 წელს, ინდოეთში, მისმა შემთხვევითმა გაჟონვამ 2 000 ადამიანი იმსხვერპლა;

აცეტონი;

სიგარეტზე საუბრისას კი, მხოლოდ სამ შემადგენელ ნაწილს ახსენებენ: ნიკოტინი, ფისი და ნახშიროჟანგი

ნიკოტინი – ძლიერი შხამი, რომლის 1 წვეთი ცხენს კლავს;

ფისი – ნივთიერება რომელიც ფილტვებზე რჩება, შედეგად ფილტვები შავდება და ხველება გეწყებათ;

ნახშიროჟანგი – შხამიანი აირი, რომელიც ხელს უშლის სრულფასოვან სუნთქვას, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

Leave A Reply

Your email address will not be published.