სოსო ჯაჭვლიანი – ივანიშვილის გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდება

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებას” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და ხალხს უთხრას – მომეცით მანდატი, მე კი მომდევნო 4 წლის განმალობაში მაქსიმუმს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ყველა დაპირება შეგისრულოთო”, – აცხადებს ჯაჭვლიანი.

ხედავს თუ არა საკუთარ თავს პარლამენტში – ჯაჭვლიანი პასუხობს: „საკუთარ თავს ვერავის მოვახვევ, თუ საჭირო ვიქნები და ისევ დამიძახებენ, მერე დავფიქრდები და გადაწყვეტილებს მივიღებ. შესაძლოა, „ქართული ოცნების” გუნდში ისეთი ვიღაცები იყვნენ, რომელთა ყოფნაც საერთოდ არ მაწყობდეს ან პირიქით – იმათ არ აწყობდეთ ჩემი გუნდში ყოფნა. თუ ვინმესთვის მიუღებელი ვარ, პირდაპირ უნდა მითხრან და მეც პირდაპირ ვეტყვი სათქმელს”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Leave A Reply

Your email address will not be published.