სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა შესაძლოა საპროტესტო აქციების მიზეზი გახდეს

უმრავლესობის დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა შესაძლოა საპროტესტო აქციების მიზეზი გახდეს. არასამთავრობო სექტორის გარდა სოსო ჯაჭვლიანის წინადადებას შესაძლოა მოწინააღმდეგეები თანაგუნდელებშიც გამოუჩნდეს.

დეპუტატი ტროტუარზე გაჩერებული მანქანების საჯარიმოზე გადაყვანას აპროტესტებს და დარღვევაზე მხოლოდ ჯარიმის მოქმედებას ითხოვს. სოსო ჯაჭვლიანისთვის მიუღებელია არა ტროტუარზე გაჩერებული მანქანა, არამედ საჯარიმოდან წამოსაყვანად საჭირო თანხის ოდენობა.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ჯაჭვლიანის ეს ინიციატივა, პირდაპირ არღვევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ქვეითად მოსიარულეების უფლებებს.

არ არის გამორიცხული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქციები დაიწყოს.

რუსთავი 2 ავტორი: ანა წერეთელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.