სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია

უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

კანონის თანახმად იმ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის ავტორი დოკუმენტს უკან იწვევს, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას აჩერებს, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკითხებს აღარ განიხილავს.

Comments
Loading...