სოსო ოხანაშვილი: შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო ოხანაშვილის განცხადებით, პატრიაქის მდივან-რეფერენტთან შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ ჰქონია.
ამის შესახებ ოხანაშვილმა გადაცემა „პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩემი სამსახური პატრიარქის გარდა სხვას არავის ექვემდებარებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში, ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა, მე რაღაცას პატრიარქთან შევათანხმებდი და ვიღაცისთვის კიდევ უნდა შემეთანხმებინა“, – აღნიშნავს ოხანაშვილი.

Comments
Loading...