სოსო ოხანაშვილი თანამდებობას ინარჩუნებს
წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, სხდომაზე ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის მიერ დაყენებული საკითხების განხილვაზე სინოდის წევრების უმრავლესობამ უარი თქვა.
ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე რჩება.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სოსო ოხანაშვილს თანამდებობაზე არ დატოვებდა.
„დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილზე ვილაპარაკო. აუცილებლად გავუშვებ მაგას,“-განაცხადა მეუფე იაკობმა.
წყარო: პრაიმტაიმნიუსი