სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს: „ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი

“ამირან გულუაშვილი არის მატყუარა. მან თქვა, რომ არსებობს ამერიკის ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნა. თუმცა ეს დასკვნა საქმეში არ არის. თუ ასეთი დასკვნა გააჩნია, წარმოადგინოს სასამართლოში”, – განაცხადა ფირცხალავამ.

ამირან გულუაშვილმა ბრალდებულს კორექტულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, გააჩნია დაცვის მხარეს.

სასამართლო პროცესზე განცხადება ასევე გააკეთა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ. დონაძის თქმით, დარბაზის მხრიდან სასამართლო სხდომების განმავლობაში მათ შეურაცხყოფას აქვს ადგილი:

დონაძეს დარბაზიდან გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამა – სოსო რობაქიძე:

“ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი, ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი. სამი წელი გაიძახოდი, რომ ჩემს შვილს და მასთან ერთად მყოფებს იარაღი ჰქონდათ და ახლა ამბობ, რომ არ ჰქონია იარაღი”, – განაცხადა რობაქიძემ სასამართლო პროცესზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.