სოსო ცინცაძე – დადებითი შეფასების მოლოდინი მაქვს

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს შეფასებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მიერ მომზადებული საბოლოო დასკვა სავარაუდოდ, დადებითი იქნება.

მისი თქმით, ქვეყანამ ის ვალდებულებები, რაც აღებული ჰქონდა, გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა პოლიტოლოგი აქვე აღნიშნავს, რომ ტექნიკურ ნაწილთან შედარებით, პოლიტიკური ნაწილი უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, ცინცაძის თქმით, წინასწარ აჟიოტაჟი არ ღირს.

„ფრთხილი ოპტიმიზმის რეალური საფუძველი არსებობს, ამიტომ დადებითი შეფასების მოლოდინი მაქვს. მით უმეტეს, რომ ეს ეტაპი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს ეხება. ჩვენ ყველა ის დავალება, რისი ვალდებულებაც გვქონდა, გადაჭარბებით შევასრულეთ. მეორე ეტაპი, რომელიც უფრო პოლიტიკური ეტაპია შედარებით რთულია. ამიტომ წინასწარ არ უნდა ავჟიტირდეთ”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

დღეს კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.