სოსო ცინცაძე – ხიდაშელი დროებით უნდა გადადგეს!

„ალიას” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა. მისი თქმით, მთელ ცივილიზებულ სამყაროში დაუწერელი კანონია, რომ ამ დროს მინისტრები დროებით ტოვებენ პოსტს.

„როგორც წესი, ცივილიზებულ ქვეყნებში ამ დროს მინისტრები დროებით ტოვებენ პოსტს. დიახ, ხიდაშელი დროებით უნდა გადადგეს! მთელ ცივილიზებულ სამყაროში ეს არის დაუწერელი კანონი. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე გაიხსენეთ – გადადგა, როცა საქმე სამინისტროს წინააღმდეგ აღიძრა. დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება ასჯერ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ქრთამის აღება!” ,- ამბობს ცინცაძე.

წყარო: გაზეთი “ალია”

Comments
Loading...