სოსო ცისკარიშვილი: მივცეთ შესაძლებლობა ლგბტ პირებს, იცხოვრონ ერთად!

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება – ეს ის საკითხია, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა და თემის ირგვლივ განსხავავებულად მოაზროვნე ადამიანებს შორის დაპირისპირებაც კი გამოიწვია…პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი Sputnik-ის ჟუტნალისტს თენგიზ ჩიჩუას თავის მოსაზრებებს უზიარებს.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი: არ მგონია აუცილებელი იყოს, ვიჩქაროთ ამ კანონის შემოღება. იქნებ მივცეთ თავისუფლება და შესაძლებლობა ასეთ ადამიანებს იცხოვრონ ერთად და დავიცვათ ისინი ყოველგვარი შეურაცხყოფისგან, თავდასხმისგან. ამავდროულად დავაკვირდეთ, ჩვენს ქვეყანაში მოიკიდებს ეს ფეხს თუ არა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ გახლავთ მხოლოდ გარყვნილება, ჩემი აზრით, ეს გენეტიკური „გაუგებრობის“ შედეგი უფრო უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში არავის აქვს უფლება, რაიმე ზეწოლა მოახდინოს ამა თუ იმ პიროვნებაზე. კაცობრიობის ისტორიაში ეს მოვლენა მუდმივად არსებობდა — ურთიერთლტოლვა ერთი სქესის ადამიანებს შორის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ვისაც რა უნდა ის აკეთოს. არ არის თითოეული ჩვენთაგანის არც ვალდებულება და არც გონიერების მიმანიშნებელი, თუ დავიწყებთ სხვადასხვა წერტილში ძიებას, ვის ვისთან სურს ურთიერთობა. ეს არის ადამიანის პირადი უფლება, რომლის შეხება, მითუმეტეს შეურაცხყოფა, უნდა იყოს დასჯადი. არანაირი უფლება არ აქვს ერთ ადამიანს ჩაერიოს მეორე ადამიანის პირად ცხოვრებაში და მიაყენოს მას შურაცხყოფა იმის გამო, რომ განსხავავებული ორიენტაცია აქვს. მაგრამ უნდა იყოს თუ არა ეს კანონი, რომ მათი ურთიერთობა გაფორმდეს, როგორც ოჯახი, ჩემთვის ნაადრევია. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, თუ ასეთ წყვილებს მისცემენ შვილის აყვანის საშუალებას, რადგან ამ შემთხვევაში ვარღვევთ ბავშვების უფლებებს. ასეთ თემაზე შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი, რომლის შვილად აყვანასაც დააპირებს ასეთი წყვილი, გადასცდება 6 ან 8 წლის ასაკს და არა უფრო ადრე. 2 დედის ან 2 მამის მიერ გაზრდილი ბავშვი მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება დაკომპლექსებული არაღიარებული ოჯახის წევრების წარმომადგენლების გამო.

-ბრძანეთ, რომ ნაადრევია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება.რამდენად წარმოგიდენიათ თუნდაც 10 წლის შემდეგ 2 მამაკაცის, ან 2 ქალის თანაცხოვრებას ეწოდოს კანონიერი ოჯახი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია?

— მართლმადიდებლობა არ არის ამასთან რაიმე პიდაპირ შეხებაში, რადგან ეს ვითარება ქრისტეშობამდეც არსებობდა და მის შემდეგაც. ახლა რომ რაიმე რელიგიური მიმდინარეობა ჩამოყალიბდეს, არც მას ექნება რაიმე ვალდებულებები და უფლებები თითოეულ ოჯახს თავად დაუწესოს ცხოვრების კანონები. რასაკვირველია უნდა იყოს გარკვეული თვალყურის მიდევნების ინსტრუმენტი, რომ არ მოხდეს ძალადობა, არ მოხდეს ამ დამოკიდებულებებში ახალბედების ჩათრება. ეს რასაკვირველია უნდა იყოს დასჯადი. მაგრამ თუ ზრდასრული ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას გამოხატავენ რა საკუთარ სურვილს და ამ დროსისინი მიუღებელნი არიან საზოგადოებისთვის, აქ საზოგადოების აღზრდაზე უნდა ვიზრუნოთ და არა ამ წყვილის დარღვევაზე. ამას უნდა დრო. ჩვენ ვხედავთ ასეულ ათასობით ადამიანს ლგბტ ურთიერთობების წინააღმდეგ პარიზშიც, რომშიც, სხვა ცივილიზებული სამყაროს დედაქალაქებში, სადაც მართლმადიდებლობა არ არის რელიგიური მიმდინარეობა. ამიტომ მართლმადოდებლობას ნუ მივაწერთ მიუღებლობას…აუცილებელია, შევეგუოთ სხვის საქმეში არ ჩარევის ვალდებულებას. არა მხოლოდ ამ თემიდან გამომდინარე.

– უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ…

— რაიმე ფაქტს წავაწყდებით და ვიწყებთ მის მოდელირებას სხვადასხვა მედიის საშუალებებით, არის გაუთავებელი შფოთის შემცველი განცხადებები. ჩვენთან ერთსქესიანი ქორწინება კი არა, იმაზეც კი შფოთი და დაპირისპირება გვაქვს, ვის რატომ აცვია ქურქი და უნდა ეცვას თუ არა მანდილოსანს ქურქი, როცა ის მიდის პრემიერაზე ოპერაში. უპირველეს ყოვლისა,საკუთარი საზოგადოების განვითარებასა და უფრო მშვიდ გარემოში გადაყვანას უნდა ვემსახურებოდეთ ყველანი, რადგან სადაც არ არის სიმშვიდე, არ არის ჭეშმარიტება. ეს გახლავთ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს შეგონება. დიახ, ნებისმიერი მცდელობა, შევუვარდეთ ვინმეს ოჯახში და მათ ლოგინებში ვეძიოთ ვინ რა სქესის არის, ეს არის სწორედ ის, რასაც ჰქვია შფოთი, რაც არ მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე და რაც მიმაჩნია, რომ არასწორია!

წყარო: sputnik-georgia.com

Comments
Loading...