სოციალური გვერდი,რომელიც საინტერესო ისტორიებსა და ფოტოებს გვაცნობს -” დრო მიდის, კადრები კი რჩება”

ინტერნეტსივრცეში,განსაკუთრებით კი facebook -ში ძალიან ბევრი შემეცნებით-გასართობი გვერდები არსებობს,მაგრამ ხალხის რჩეული ცოტა მათგანი ხდება, mpress.ge ერთ-ერთ მათგანს “დრო მიდის, კადრები კი რჩებას” გაგაცნობთ,რომელიც საოცარი ისტორიებითა და ფოტოებით გამორჩეული და დასამახსოვრებელი გვერდი გახდა.მისი შემქმნელები ქართველი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანის ინტერესს აკმაყოფილებენ. ეს ის შემთხვევაა,როდესაც დედებმა შვილებს სოციალურ ქსელში ყოფნა არ უნდა “აუკრძალონ”რადგანაც ლაკონურად,მარტივად და გასაგები ენით ამ გვერდის წყალობით, დღეში მინიმუმ 20 ახალი და საინტერესო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

mpress.ge FACEBOOK- ” დრო მიდის, კადრები კი რჩებაზე” განთავსებულ რამოდენიმე საინტერესო ისტორიას გთავაზობთ:

ისტორია, რომელიც 1892 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში მოხდა..
18 წლის სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდისთვის იბრძოდა. ობოლი იყო და არ იცოდა, ფული სად ეშოვა. ერთხელაც, ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა – მან და მისმა მეგობარმა, კამპუსში სწავლის გადასახადის მოსაგროვებლად, მუსიკალური კონცერტის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ დახმარებისთვის უდიდეს პიანისტს, იგნაცი იან პადერევსკის მიმართეს. მუსიკოსის მენეჯერმა გარანტირებული საფასური 2 000 დოლარი მოითხოვა. თანხის რაოდენობა განსაცვიფრებელი იყო და ბიჭებმა დაიწყეს მუშაობა იმისათვის, რომ კონცერტს წარმატება მოეტანა.
ეს დიდი დღეც დადგა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ვერ მოახერხეს საკმარისი ოდენობის ბილეთების გაყიდვა. სრული თანხა 1 600 დოლარს შეადგენდა. იმედგაცრუებულნი წავიდნენ პადერევსკისთან და აუხსნეს მდგომარეობა. თან გადასცეს 1600 დოლარი და ამასთან ერთად, 400 დოლარის ჩეკი.
,,არა’’, – უთხრა პადერევსკიმ – ,,ეს მიუღებელია.’’ დახია ჩეკი, დაუბრუნა 1600 დოლარი და მიმართა ბიჭებს: ,,აქ არის 1600. აიღეთ იმდენი, რამდენიც თქვენი გადასახადისთვის გჭირდებათ და რაც დარჩება, მე მომეცით. სტუდენტები დიდად მადლიერნი დარჩნენ.
მოგვიანებით, პადერევსკი პოლონეთის პრემიერიმინისტრი გახდა. ის იყო საუკეთესო ლიდერი, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიო ომის დაწყებას პოლონეთის განადგურება მოჰყვა – ქვეყანაში 1.5-მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობდა, და რადგან არ გააჩნდა თანხა მათ გამოსაკვებად, პადერევსკიმ დახმარებისთვის აშშ-ს ადმინისტრაციას მიმართა, კერძოდ -ჰერბერტ ჰუვერს, რომელიც, მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.
აიცილა რა უბედურება თავიდან, პადერევსკიმ შვება იგრძნო. მან გადაწყვიტა, შეხვედროდა ჰუვერს და პერსონალურად გადაეხადა მისთვის მადლობა. როდესაც კეთილშობილური ჟესტებით მადლიერების გამოხატვა დაიწყო, ჰუვერმა უთხრა – ,,თქვენ არ უნდა მიხდიდეთ მადლობას, ბატონო პრემიერო. შესაძლოა, არ გახსოვთ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, თქვენ დაეხმარეთ 2 ახალგაზრდა სტუდენტს კოლეჯის დამთავრებაში – ერთ-ერთი მე ვიყავი..10624567_560573484100760_9157046875926652340_n
ავტორიკახი სისაური

გაზეთი `დრო, 8-10 ივნისი, 1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან
_ ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
_ როგორ მოკლეს?
_ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია~.
ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა.
ირაკლის სიკვდილმა შესძრა მთელი საქართველო. მის სახელში შენივთდა და გაერთიანდა უამრავი თავდადებული ვაჟკაცის გლოვა, იმათიც, ვინც ფრონტის ხაზიდან მისი ცხედრის გამოტანას ემსხვერპლა. შეიქმნა ტკივილითა და მრისხანებით სავსე მრავალი ლექსი. უმწვავესია გ. ფერაძის სტრიქონები:
,,ღამე ბოღმისგან არ მძინავს,
შავი ჩამოწვა ნისლი,
რად შევარჩინოთ არძინბას
ამირეჯიბის სისხლი!..“
– არც შერჩა, ცოდვამ მიაკითხა… ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს… ხოლო იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი ერთადერთმა ტყვიამ მიწას მიაკრა, მერე უნახავთ, – თეთრი შროშნები ამოსულა უფლის განგებით.

1006_560359367455505_3239642520504069538_n

გადადით ბმულზე: “დრო მიდის ,კადრები კი რჩება”

Comments
Loading...