სოზარ სუბარი: ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მფარველია

“ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გარკვეულწილად მფარველიც“, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სუბარის თქმით, აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მთელ მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზეც გარკვეულ გავლენას მოახდენს.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, საქართველოს მიმართ ამერიკის დამოკიდებულება არ შეიცვლება.
„ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, არის გარკვეულწილად მფარველიც იმ მძიმე რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ დარჩება ყოველთვის მეგობრული, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, თუმცა ისიც ცხადია, თუ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ახალი პრეზიდენტი, ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზოგადად მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზეც. გარკვეულ ცვლილებას საქართველოზეც მოახდენს, რა თქმა უნდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Comments
Loading...