სოზარ სუბარი ავტოავარიაში მოყვა, მისმა მანქანამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

იმერეთში, სოფელ მარანში რკინგზის გადასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.სოფელ მარანში, სამტრედიის და აბაშის გზაგასაყარზე, რკინიგზის გადასასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მძღოლი მართავდა, წინ მიმავალ ტაქსის შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში იმყოფებოდა თავად სოზარ სუბარიც. მომხდარის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა. როგორც “კვირას“ დევნილთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი და მისი მძღოლი არ დაშავებულან.

სააგენტო კვირა.

Leave A Reply

Your email address will not be published.