სოზარ სუბარი – ძალადობა იყო ხელისუფლების ენა საკუთარ ხალხთან…

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ძალადობრივ სისტემას იხსენებს.
სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც იგი საქართველოს სახალხო დამცველი იყო, უამრავი საჩივარი და ფაქტი უმხელია, რომელიც პატიმრებზე ძალადობას შეეხებოდა, თუმცა პარლამენტი ომბუდსმენის მიერ მომზადებულ მოხსენებს არც უსმენდა.

„სახალხო დამცველის ანგარიშებს, მაშინდელი ხელისუფლება პასუხობდა დუმილით ან აგრესიული შეტევით. დღევანდელი სახალხო დამცველის მოხსენება, ვრცლად იხილება პარლამენტში და მინისტრები მის რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. მაშინ კი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, პარლამენტი მოისმენდა, უარეს შემთხვევაში კი, აქეთ იძლეოდა რეკომენდაციებს, რომ ასე აღარ მოვქცეულიყავი.
ის, რაც ხდებოდა ციხეში, ხდებოდა ყველგან, მხოლოდ ციხე იყო რეჟიმის სახე. ძალადობა იყო ხელისუფლების ენა საკუთარ ხალხთან. ეს კარგად იცოდა მაშინდელმა მსოფლიომ, თუმცა დუმდა. ერთადერთი, ვინც ხმას იღებდა, იყო საქართველოს სახალხო დამცველი და ზოგიერთი ქართველი უფლებადამცველი. ჩემთან, როგორც სახალხო დამცველთან, ძალიან ბევრი ელჩი გულახდილად გამოხატავდა აღშფოთებას, თუმცა, ეს არ აისახებოდა მათი ქვეყნების მიერ გაკეთებულ ანგარიშებში და პოლიტიკაში, საქართველოს მიმართ.”
– განაცხადა მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.