სოზარ სუბარი – ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარი სამთავრობო ცვლილებებს არ ელის.

როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის, რომ მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება, არ ნიშნავს, რომ „ხვალ ან ზეგ რამე არ მოხდება“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილება და განახლება მუდმივი და აუცილებელი პროცესია.

„ამ წუთში არანაირ ცვლილებებს არ ველი, არ იგეგმება, თუმცა, ის რომ მე არ ველი, ან არ არის დაგეგმილი, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ან ზეგ რამე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს. ცვლილება და განახლება არის მუდმივი და კარგი პროცესი. ეს არის საჭირო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომ იპოვოს სხვა ახალი გზა ცხოვრების გაგრძელების“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Comments
Loading...