სპეციალური რეჟიმი გზებზე
საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი არის დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.