სპეცრაზმმა 80 მძევალი გაათავისუფლა

უცხოური მედიის ინფორმაციით, “ბოევიკების” მიერ დაკავებული სასტუმრო “რედისონიდან”, 80 მძევალია გათავისუფლებული. თვითმხილველების თქმით, სპეცრაზმის მებრძოლები სართულებს ათავისუფლებენ, ისმის სროლის ხმა. ოპერაციაში დაახლოებით, 50 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

როგორც ცნობილია, “ბოევიკებმა” 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად და მათი ნაწილი, ვინც ყურანის ციტირება შეძლო, გაათავისუფლეს. სხვადასხვა მონაცემებით, მოკლულია სამიდან 9-მდე მძევალი.

ტერორისტები, რომელთა რაოდენობა უცნობია, შენობაში ისლამური მოწოდებებით შევარდნენ. ასევე უცნობია ჯერჯერობით რომელი დაჯგუფების წევრები არიან ისინი.

Leave A Reply

Your email address will not be published.