სპირტიანი სასმელის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

“საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” წევრი ლაშა გიორგაძე “ემპრესის” მკითხველს საინტერესო სტატიას თავაზობს

ალკოჰოლური სამოგეხსენებათ მსოფლიოში ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენება სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ყოველწლიურად ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი კვდება. სამწუხაროდ, მათი დიდი რაოდენობა 15-29 წლის მოსახლეობაა. ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის ქვეყნებში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-სიკავებს (13.9% მამაკაცებშიდა 7.7% ქალებში). 2010 წლისმონაცემებით. ევროპაში გავრცელებული ღვიძლის დაავადება, ციროზის 10 დან 7 შემთხვევა სწორედ ალკოჰოლური სასმელებით არის გამოწვეული , ასევე კიბოსყველაშემთხვევის 3-5% . დაავადების რისკ ფაქტორს,ინტოქსიკაციის, პოტენციურადსაშიშინივთიერებებისსასმელშიმოხვედრისრისკსა და სიკვდილიანობის რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელები. ასეთ პირობებში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები სამწუხაროდ დიდი როდენობითაა გავრცელებული ჩვენს დედაქალაქში. პრევენციის მიზნის, სახელმწიფოს მიერ, არ კონტროლდება არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები. ასეთი სასმელები, მიეკუთვნება აღურიცხავი ალკოჰოლების რიცხვს. ჯანმოსშეფასებითმოსახლეობის 13% მოიხმარსაღურიცხავალკოჰოლს.
ალკჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებს ემატება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა- არასრულწლოვნებში ალკოჰოლის დიდი ოდენობით მოხმარება. კვლევებით დადგენილია რომ ბავშვები, რომლებიც იწყებენ ალკოჰოლის მიღებას 15 წლამდე 5-ჯერ მეტად არიან დამოკიდებულების განვითარების რისკისქვეშ, ვიდრე პირები, ვინც 21 წლის და მეტი ასაკიდან იწყებენ ალკოჰოლის მოხმარებას. მოსწავლეთა უმრავლესობა ალკოჰოლის მიღებას აღიქვამს დადებით მოვლენად. გამოკითხულთა 40% აღნიშნავს ინტოქსიკაციის შემთხვევას ბოლო 12 თვის, ხოლო 12% ბოლო 30 დღისგანმავლობაში. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება გახლავთ სახელმწიფოს მიერ მკაცრი რეგულაციების დაწესება, უფრო კონკრეტულად, უნდა აიკრძალოს არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვა.
„საქართველოს ეროვნულმა ახალგზრდულმა მოძრაობამ“ 2016 წელს ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფმა. გამოკითხვა შედგებოდა სამი კომპონენტისგან- 1. ეთანხმებით თუ არა, რომ საკანონმდებლო სივრცეში უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ასაკობრივ ზღვარს დაარეგულირებს.
გამოკითხულთა 98%-მა დადებითი პასუხი გაგვცა.
რაც შეეხება მეორე კითხვას- თქვენი აზრით რა ასაკიდან უნდა იყოს ალკოჰოლური სასმელების შეძენა. 79% გვიპასუხა-18 წელი, 18%მა-21 წელი, ხოლო 3%მა-16.
მესამე კითხვაზე-უნდა გამკაცრდეს თუ არა კონტროლი, კუსტარულად დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებზე, გამოკითხულთა 98% მა დადებითი პასუხი გაგვცა.
„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ სახელით მინდა განვაცხადო რომ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში და მოვიითხოვთ სახელწიფო ორგანოების თანადგომას,რომლებსაც პირდაპირ ეხებათ აღნიშნული პრობლემები, მუშაობა დაიწყონ მათ გადაჭრაზე და მდგომარეობის უკეთესობკენ შეცვლაზე.

Comments
Loading...