სპორტის სასახლესთან ერთდროულად რამდენიმე ავტომანქანა გაძარცვეს

პორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტომანქანა გაძარცვეს.
როგორც მფლობელები აცხადებენ, წაღებულია მანქანაში არსებული ნივთები, მათ შორის ძვირად ღირებული ტექნიკა.

მანქანები რამდენიმემეტრიანი ინტერვალით იყო გაჩერებული ქუჩის ავტოსადგომზე.

როგორც „ინფო9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.