სროლა აღმაშენებლის ხეივანში – გარდაცვლილია ერთი პირი, არიან დაჭრილები

რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა აღმაშენებლის ხეივანში, მეცხრე კილომეტრზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია 2 პიროვნება, თვითმხილველები ამბობენ, რომ დაჭრილები არიან ძმები და ისინი იმ ბანზინგასამართი სადგურის მეპატრონეები, არიან შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სროლა შელაპარაკებას მოჰყვა. შემტხვევის ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი რევაზ ნადოი, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციას უკვე ჰყავს ერთი დაკავებული. ამ დროისათვის დაჭრილი ძმები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის სხვა დეტალები და მონაწილე პირების რაოდენობა უცნობია.

pirveliradio.ge

Comments
Loading...