“სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან, მეც ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს”
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭი ბოდიშს იხდის შიშველი ფოტოს გამო. აღნიშნული სურათი მან სვანეთში გადაიღო. ერთ-ერთი ვინც სოლიდარობას უცხადებს ახალგაზრდა მამაკაცს არის “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
“სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან.
მსგავს ფორმაში რომ ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი ჩემი სოლიდარობის გამოხატვაში – ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს და გამოვაქვეყნებდი
ps ხელი ამეფარებინა თუ არა, მაგაზეც დავფიქრდებოდი ამ იდიოტების ჯინაზე” – წერს ნიკა გვარამია.
წყარო : marshalpress.ge