სსსმ და შშმ პირთა დასაქმებისათვის სამსახური შეიქმნა

პირველად საქართველოში სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) და შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირთა დასაქმების ხელშემწყობი სამსახური შეიქმნა. პროექტში, რომელიც ქეთევან ნატრიაშვილმა და ზაზა სოფრომაძემ წარადგინეს, საქართველოს გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მონაწილეობს.
ამჯერად მიმდინარეობს 11 ადამინის შერჩევა პროექტისთვის, რომელთაც სსსმ და შშმ პირთა პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირება დაევალებათ. მათთან გასაუბრებისთვის მოსამზადებლად ევროკავშირის მხარდამჭერითი დასაქმების ინსტრუმენტის თარგმნასთან ერთად, ჩართულნი არიან მხარდაჭერითი დასაქმების ექსპერტები და საერთაშორისო კონსულტანტები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს ინკლუზიური განათლების დანერგვის დაწყების შემდეგ 426 სსსმ პირი 23 პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელთაგან 40-მა პროცენტმა სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო 31 პროცენტი დასაქმებულია.
„პირთა პროფესიული განათლება წარმატებულ ინიციატივად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მას კურსდამთავრებულთა დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება მოჰყვება. შესაბამისად, განათლების სამინისტროსთვის აქტუალურ საკითხს, პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, სსსმ სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერა წარმოადგენს“. – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, კვლევების თანამხად დამსაქმებლებისთვის სამუშაოს მაძიებელთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვანია. თუ რას ნიშნავს შშმ პირთა დასაქმება და დამსაქმებლისათვის რატომაა ეს მომგებიანი, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პუბლიკაცია შექმნა. მის მიერ 2015 წელს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია „შექმენი შესაძლებლობა“ სწორედ ინიციატივის პილოტირებას დაედო საფუძვლად.
„განათლების სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს ჩართულობით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შშმ და სსსმ პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე.
სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ 2016 წლიდან ამოქმედდება ახალი სერვისი“. – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...