სტალინი, საინტერესო ფაქტები, გამოთქმები, სიკვდილი ვერსია

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი)

download

ვიდრე სტალინის გამონათქვამებს გაეცნობოდეთ მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:

სრული სახელი და გვარი: იოსებ ბესარიონის ძე სტალინი
ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 21 დეკემბერი, 1879 წელი
გარდაცვალების თარიღი: 5 მარტი, 1953 წელი

საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი და დიქტატორი. იგი საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

– ნამდვილი და მართლაც ძლიერი ძალა მხოლოდ გრძელი შაშხანიდან მოდის.
– ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა. სიკვდილი მილიონობით ადამიანისა სტატისტიკა.
– “ამონაბეჭდი” ყველაზე მძლავრი იარაღია ჩვენს პარტიაში.
– საბჭოთა არმიის ჯარში უკან დახევას უფრო მეტი სითამამე და სიმამაცე სჭირდება ვიდრე წინ წასვლას.
– მე არავის მჯერა, საკუთარი თავისაც კი.
– ისტორია გვეუბნება, რომ დაუმარცხებელი ჯარი არ არსებობს.
– გულწრფელი დიპლომატი სველ წყალსა და ხის მეტალს გავს.
– სიკვდილი პრობლემების ადვილი გადაწყვეტაა. არ არსებობს კაცობრიობა – არ არსებობს პრობლემა.
– მხიარულება ყველაზე უცხო ხილია საბჭოთა კავშირში.
– ჩვენ არ ვთავრთ მათ ნებას, რომ ჰქონდეთ იდეები. რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ იარაღის ხელში ჭერის უფლება მივცეთ?
– მე მრწამს მხოლოდ ერთის: ადამიანის ძალა მაინც თავისას იზამს.
– ხალხი ვინც ხმას აძლევს არაფრის გადაწყვეტა არ ძალუძთ, ხალხი ვინც ხმებს ითვლის ყველაფერის გადაწყვეტა შეუძლიათ.
– რევოლუციას აბრეშუმის ხელთათმანებით ვერ გააკეთებ.
– მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია

საინტერესო ფაქტები სტალინის შესახებ:

stalin5

1) სტალინი საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში.

1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943–მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს.

2) პარტიის საათავეში ყოფნის პირველი 10 წლის განმავლობაში სტალინმა სამჯერ ითხოვა გადადგომა, თუმცა მეტწილად ეს განცადებები კოლეგების შესამოწმებლად იყო გაკეთებული.

3) სტალინმა ჰომოსექსუალიზმი და აბორტი კანონით 1933 წელს აკრძალა.

4) ავტომანქანა „პობედას” შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა” (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: „და რა ეღირება ჩვენი „როდინა”? მანქანას სახელი მაშინვე შეუცვალეს.

5) 1874 წელს შედგა ბესოს და კეკეს ქორწილში, მეჯვარეები იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხა ციხითათრიშვილი. მალე ახალგაზრდა წყვილს ვაჟი შეეძინა, ეგნატაშვილმა მას გიორგი დაარქვა, 1 წლის შემდეგ ეს ბავშვი გარდაიცვალა, ბესომ ამის შემდეგ სმას უფრო უმატა, მალე გაჩნდა მეორე ვაჟი – მიხეილი, რომელიც 2 კვირისა გარდაიცვალა ბოლოს კი დაიბადა იოსები, ანუ სოსო ჯუღაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მხრივ სუსტი იყო, იგი 5 წლის ასაკში ყვავილით დაავადდა, ავამყოფობამ სოსოს სახეზე ჭორფლი დაუტოვა, სწორედ “ჭორფლიანის” სახელით მოიხსენიებდნენ მას სკოლაში…

6) სტალინის დროს საქართველოში შეიქმნა შემდეგი სამრეწველო ობიექტები: ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა, რიონჰესი, ზაჰესი და სხვ… კოლხეთის ჭაობების დაშრობის შემდეგ განვითარდა მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, გაიზარდა ღვინისა და მინერალური წყლის წარმოება.

7) სტალინი ზუსტად იხსენებდა საქართველოს რომელ კუთხეში რა ღვინო მოდის და რა თვისებები აქვს. ერთხელ ქალაქ იალტაში, ვისკის მოყვარული ჩერჩილისთვის მეგობარს ქართული ჭაჭა ჩაატანინა.

8) სტალინი ყოველთვის სთავაზობდა სტუმრებს არაყს, მაგრამ ამ დროს ალკოჰოლის მიღებისაგან თავს იკავებდა, რათა სრულიად ფხიზელს ემსჯელა სტუმრებთან. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ზომიერად დაელია ალკოჰოლური სასმელი, სადაც უპირატესობას ქართულ ხვანჭკარას ანიჭებდა.

9) “ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ”.

დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.

10)
60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საინფორმაციო წყარო ადასტურებდა, რომ “დიდი ბელადი” მეორე მსოფლიო ომის დროს სულ კრემლის კედლებში იყო ჩაკეტილი და ისე იძლეოდა განკარგულებებს. ასეა აღწერილი უამრავ ფილმშიც, თავის კაბინეტში მჯდომი, ან გლობუსთან მდგარი სტალინი. თუმცა, როგორც სტალინთან დაახლოებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაიორი ალექსეი რიბინი იხსენებს, ბელადი რამდენჯერმე იყო გასული ფრონტის წინა ხაზზე და პირადად ამოწმებდა საომარ ვითარებას. იგი უფრო მეტად მამაცი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მაღალჩინოსანი-დასძენს ალექსეი რიბინი. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, სტალინის ავტომობილი მოსკოვის მახლობლად ღრმა თოვლში ჩავარდა, ამ დროს გერმანელმა არტილერისტებმა ინტენსიური სროლა დაიწყეს. ბელადი სხვა მანქანაში გადასვეს, ხოლო თოვლში ჩავარდნილი ავტომობილი ტანკით ამოათრიეს. რიაბინის თქმით, გერმანელები რას წარმოიდგენდნენ, რომ მანქანაში თვით მთავარსარდალი იყო, თორემ მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ ადგილის დაკავება და სტალინის ტყვედ ხელში ჩაგდება.

11) ბუდაპეშტში ტროლეიბუსები გამოჩნდნენ 1949 წელს. პირველი ტროლეიბუსი დანომრეს 70-ით, რადგან იმ წელს აღინიშნებოდა სტალინის 70-ე დაბადების დღე. ბუდაპეშტში ახლაც კი არ არის 70 რიცხვზე დაბალი ნომრის მქონე ტროლეიბუსი.

12) უინსტონ ჩერჩილს ძალიან უყვარდა სომხური კონიაკი, ამიტომ ყოველდღე სვამდა კონიაკ „დვინს“. ერთხელ პრემიერმა შეამჩნია, რომ „დვინმა“ დაკარგა თავისი პირვანდელი გემო. მან ეს აუწყა სტალინს. აღმოჩნდა, რომ მარგარ სედრაქიანი, რომელიც უშვებდა „დვინს“, გადასახლებული იყო ციმბირში. სტალინის ბრძანებით ის დააბრუნეს. ამის შემდეგ ჩერჩილმა ისევ გაიხარა, ხოლო სედრაქიანს კი სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს.

13) გელი მარკიზოვა და სტალინი(იხ.სურათი). სურათის სახელწოდება – „სტალინი და გელა“. სურათზე მინაწერი – „მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისათვის“. ამ გოგონას მამა დახვრიტეს, ხოლო დედა, გელისთან ერთად, გადაასახლეს. ამის შემდეგ ამ სურათს სახელი „სტალინი და გელი“ შეუცვალეს და დაარქვეს „სტალინი და მამლაქატი“. შემდეგ, მათ დაადასტურეს რომ ეს გოგონა ნამდვილად პიონერი მამლაქატ ნახანგოვა იყო. სდ

14) როდესაც რუსული მანქანის „პობედას“ შექმნას აპირებნენ, სახელიც შეურჩიეს და დაარქვეს „როდინა“(სამშობლო). როდესაც სტალინმა ამის შესახებ გაიგო, იპონიულად იკითხა: „Ну и почём у нас будет Родина?“. ამიტომაც დაერქვა ამ მანქანას „პობედა“.

15) ძველქართულად „ჯუღა“ ნიშნავდა „ფოლადს“(რუს.сталь). ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამიტომ აირჩია იოსებ ჯუღაშვილმა ფსევდონიმი „სტალინი“.

16) ლიტერატურის კითხვის საშუალო ნორმა სტალინისათვის შეადგენდა დაახლოებით 300 გვერდს დღეში. ის ყოველთვის დაკავებული იყო თვითგანათლებით. მაგალითად, 1931 წელს, კავკასიაში მკურნალობიათვის ჩასულ იოსებს, ნადეჟდა ალილუევასთან გაგზავნილ წერილში, საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ჯანმრთელობის შესახებ. სამაგიეროდ თხოვდა, რომ გამოეგზავნა წიგნები ელექტროტექნიკისა და შავი მეტალურგიის შესახებ.

17)
სტალინის განათლებულობის დონის შეფასება შეიძლება მის მიერ წაკითხული და ნასწავლი წიგნებით. რამდენი წიგნი წაიკითხა თავის სიცოცხლეში, ამის დადგენა არ ხერხდება. ის იყო წიგნების კოლექციონერი. ის წიგნებს კი არ აგროვებდა, არამედ არჩევდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის ბიბლიოთეკაში იყო ისეთი წიგნები, რომლებიც მომავალში გამოადგებოდა. იმ წიგნების შესწავლა, რომელსაც ის არჩევდა, ძალიან ძნელია. კრემლის ბიბლიოთეკა(სტალინის იყო), როგორც მოწმეები ამბობენ, ითვლიდა რამდენიმე ათეულ ათასს წიგნს. 1941 წელს, სტალინის ბიბლიოთეკა ევაკუირებული იყო და რამდენი წიგნი დაიკარგა, უცნობია, რადგან კრემლის ბიბლიოთეკა აღარ აღმდგარა. ასევე მას ჰქონდა წიგნები დაჩებზე. ერთ-ერთ დაჩაზე კი ინახებოდა დაახლოებით 20 ათასი წიგნი.

18) სტალინის პირადი არქივი განადგურებულ იქნა მისი სიკვდილიდან მეორე დღესვე.

19) სტალინი თავისი მუშაობით ყოველთვის ასწრებდა დროს, რამდენიმე ათეული წლითაც კი. მისი ეფექტურობა, როგორც ხელმძღვანელისა იყო იმაში, რომ ის ისახავდა ძალიან შორეულ მიზნებს და მისი იმდღიური გადაწყვეტილება ხდებოდა მასშტაბური გეგმების ნაწილი.

20) იოსებ სტალინი უპირატესობას ანიჭებდა ღვინო „წინანდალს“ და „თელიანის“. ხანდახან სვამდა კონიაკს, ხოლო არაყი საერთოდ არ აინტერესებდა. მცველმა შეამჩნია, რომ 1930-1935 წლებში, მხოლოდ ორჯერ დაარღვია ეს „წესი“: ს. მ. შტემენკოს დაბადების დღეზე და ა. ა. ჟდანოვას მოსახსენიებელზე.

21) სტალინს მიაჩნდა, რომ სსრკ-ს ყველა ქალაქში უნდა ყოფილიყო პარკი, სადაც ადამიანები დაისვენებდნენ. ამ პარკის მთავარი „ატრიბუტები“ იყო საკითხავი და სათამაშო(ჭადრაკი, ბილიარდი, ნარდი) დარბაზები, ლუდის ჩამოსასხმელები, საცეკვაო მოედნები და საზაფხულო თეატრები.

22) სსრკ-ს მართველობის უპირველეს ეშელონზე ყოფნის დროს(10 წლის განმავლობაში), სტალინმა სამჯერ მოითხოვა სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.

23) იდეურ ბრძოლაში ტროცკის მომხრეებს გამარჯვების უმცირესი შანსიც კი არ გააჩნდათ სტალინის მომხრეებთან. როდესაც სტალინმა, 1927 წელს, ტროცკის შესთავაზა ჩაეთარებინათ ერთპარტიული დისკუსია, ტროცკელებისთვის რეფერენდუმის შედეგი უბრალოდ სასირცხვილო იყო. 854 ათასი წევრიდან 730 მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, 724 ათასმა კაცმა სტალინს დაუჭირა მხარი, ტროცკის კი მხოლოდ 6 ათასმა.

24) მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და სსრკ-ს შორის შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა, სტალინის გარდაცვალების დღე, ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს.

25) ომის დროს სტალინმა, როგორც წესი იყო, თავისი შვილებიც გაგზავნა ფრონტზე. მისი ერთი შვილი ტყვედ ჩავარდა, საბჭოთა კავშირს კი ერთი გერმანელი გენერალი ჰყავდა ხელში ჩაგდებული. როდესაც გერმანელებმა შესთავაზეს უმცროსი სტალინი გაეცვალათ გერმანელ გენერალზე, სტალინმა უარი განაცხადა და თქვა: „ჩვენ რიგითებს გენერლებზე არ ვცვლით“

26) 1943 წელს სტალინმა წარმოთქვა ეს სიტყვები: „მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავთან ბევრ ნაგავს დაყრიან, თუმცა ისტორიის ქარი შეუბრალებლად გაფანტავს მათ“

27) 1941 წელს ირანის შაჰი რეზა-შაჰი გადადგა და ტახტი თავის შვილს, მოჰამადრეზა ფეჰლევს გადაულოცა, თვითონ კი გაიქცა. ახალ შაჰს ძალიან უჭირდა ქვეყნის მართვა. 1943 წელს, როცა სამთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა კაბინეტში დაიბარა შაჰი და მხოლოდ 5 წუთი ესაუბრა. შემდეგ, ჩერჩილმაც დაიბარა, რამდენიმე ხანი აყურყუტა მოსაცდელში, შემდეგ კაბინეტში შეიყვანა და 3 წუთს ელაპარაკა. ანუ ამ ორივე პრეზიდენტმა დაამცირა ირანის ახალი შაჰი. სტალინმა კი ჭკუაში აჯობა ორივეს და ირანის შაჰს თვითონ ეახლა. როდესაც დარბაზში შევიდნენ, მოჰამადრეზა მიუახლოვდა სტალინს, მუხლებზე დაეცა და ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა სტალინმა ააყენა. ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა უკან მდგომ ლავრენტი ბერიას და გენერალ შალვა კარანაძეს და ქართულად გადაულაპარაკა: „აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ“


იოსებ სტალინის სიკვდილის ერთ-ერთი ვერსია:

** FILE ** Josef Stalin, secretary-general of the Communist Party of the Soviet Union and premier of the Soviet state, poses at his desk in the Kremlin, Moscow, in an election photo issued in Feb. 1950. The dictator died 50 years ago on March 5, 1953. (AP Photo, File)
** FILE ** Josef Stalin, secretary-general of the Communist Party of the Soviet Union and premier of the Soviet state, poses at his desk in the Kremlin, Moscow, in an election photo issued in Feb. 1950. The dictator died 50 years ago on March 5, 1953. (AP Photo, File)

საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმული ლიდერი, მსოფლიოში პირველი ქართველი გენერალისიმუსი და II მსოფლიო ომის ერთ-ერთი არქიტექტორი – იოსებ სტალინი, იგივე – ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა. საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. “დიდი ბელადის” გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად “ძლიერნი ამა ქვეყნისანიც” მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი. დღესდღეობით “დიდი ბელადის” გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა. მაგალითად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა: 1953 წლის 1-ელ მარტს იგი კუნცევოს აგარაკზე, დაცვის უფროსმა ლოზგაჩოვმა უკვე დადამბლავებულ მდგომარეობაში – იატაკზე დაგდებული ნახა, მაგრამ ექიმები კუნცევოზე მხოლოდ მეორე დღეს, დილით მივიდნენ და სხეულის მარჯვენა ნაწილის დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, “დიდი ბელადის” სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშჩოვსა და მისიანებს, ისევე, როგორც “გულაგის” მრავალრიცხოვან მკვიდრთ პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდათ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყეს მზადება. ცხადია, მომხდარით უაღრესად აღშფოთებული ჩანდა ლავრენტი ბერია. სტალინის ვაჟიშვილი, ვასილი სტალინი კი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოწამლული იყო. მოწამვლის ვერსია სტალინის ქალიშვილმა – სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა: ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. “წარბები შეკრა და ხელი იმგვარად აამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა”, – წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ, ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრან იქვე იმასაც უთითებს, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყველაფრისთვის მზადმყოფად სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა: “ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის”. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა, სტალინს და ბერიას არცთუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა. სტალინ-ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც “ქართველთა აღზევების” გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. იოსებ სტალინსა და ლავრენტი ბერიას ურთიერთობა ჯერ კიდევ ომის შემდგომი წლებიდან დაეძაბათ – მაშინ “დიდმა ბელადმა” გადაწყვიტა, “პენსნეიანი კაცი” და მისი კლანი თავიდან მოეშორებინა და კრემლში ახალ-ახალი კადრების მოყვანა-დაწინაურებას შეუდგა. ბერიამ მაშინ შეძლო, სტალინის ჩანაფიქრი გამოეცნო და საფრთხე თავიდან ისე აერიდებინა, რომ ხელისუფლებაში გავლენა არ დაეკარგა – ჩაშალა ის ინტრიგები, რომელთაც პირადად სტალინი უწევდა კონტროლს, თანაც – ამას ყოველთვის ისე ახერხებდა, რომ “დიდ ბელადს” პიროვნულად არც ერთხელ არ დაჰპირისპირებია; გარეგნულად იგი კვლავ სტალინის უპირველეს მომხრედ რჩებოდა და მხოლოდ ერთეულები გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. “პენსნეიან კაცს” სტალინის მოწამვლა შესაძლებელია, მართლაც ნდომოდა, მაგრამ მისთვის ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იყო – ბერია არასოდეს ტოვებდა რაიმე ხელჩასაჭიდს, რითაც მისი გამოჭერა იქნებოდა შესაძლებელი. ის ამგვარ საქმეებში მეტად ფრთხილი იყო და ეს მისმა მტრებმაც იცოდნენ. მათ არაერთხელ სცადეს, “პენსნეიანი კაცი” ხაფანგში გაებათ, მაგრამ ამაოდ. ერთხელ ქალიც კი მიუგზავნეს, რომელსაც მისი ნდობის მოპოვება და სტალინის წინააღმდეგ პროვოცირება ევალებოდა, მაგრამ ბერიამ ლამაზმანი ისე მოხიბლა, თავი არ დაუკარგავს. ერთი სიტყვით, ბერიას მეშვეობით სტალინის მოშორების მსურველებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. აქედან გამომდინარე, სტალინის გარდაცვალებისას, ერთი შეხედვით, ბერიას შემართება არაფრისმთქმელი იყო, რადგანაც მას კრიტიკულ სიტუაციებში დაბნევა არ სჩვეოდა. “პენსნეიანი კაცი” სტალინის სარეცელთან იდგა – ვოროშილოვთან, ხრუშჩოვთან, კაგანოვიჩთან, მალენკოვთან ერთად და ბელადის უკანასკნელ წამებს შუბლშეკრული ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიკოსი ვინოგრადოვი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში სტალინის პირადი ექიმი იყო, ამ ამბიდან რამდენიმე წლით ადრე, სწორედ ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს; ამიტომ იქ სხვა ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებიც სტალინს კარგად არც იცნობდნენ და დაბნეულებიც ჩანდნენ. ვასილი სტალინის მოგონებით, ლავრენტი ბერია მამამისის სარეცელთან იხრებოდა და მკაფიო ხმით სთხოვდა, ეთქვა ან ენიშნებინა რაიმე: “მან რამდენჯერმე გააკეთა ასე… მამა მას უყურებდა, თუმცა ხმის ამოღება არ შეეძლო და ბერია კი, ამ ფონზე, უჩვეულოდ ცქვიტად გამოიყურებოდა”. სხვათა შორის, სწორედ მას შეეპარა ეჭვი პირველად – მამაჩემი ბერიას მოწამლული ხომ არ არისო და მოგვიანებით, ხრუშჩოვმა ეს ვერსია სათავისოდ გამოიყენა. სხვათა შორის, სტალინის სიკვდილიდან მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გახდა ცნობილი ერთი მეტად საეჭვო გარემოება – დიდი დიქტატორი 1953 წლის 28 თებერვლის ღამეს ბერიასთან, ხრუშჩოვთან, მალენკოვთან, ბულგანინთან ერთად იჯდა სუფრასთან და წითელ ღვინოს სვამდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს 1949 წლის მერე მისი და ბერიას პირველი თანამეინახეობა იყო. იმ სუფრის დეტალები უცნობია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტალინს ბერიასთვის უთქვამს: “ვიცი, ჩემ შემდეგ ყველაფერი განადგურდება, რაც შემიქმნია, მაგრამ ეს ისეთმა კაცმა უნდა გააკეთოს, რომელსაც უფრო ღირებულის შექმნა შეეძლება და, არა სულელმა!” – ასე წერს ცნობილი ჩეჩენი დისიდენტი მწერალი აბდურაჰმან ავთურხანოვი, ოღონდ წყაროს არ ასახელებს; ასე იყო თუ ისე, სტალინი ალბათ ხვდებოდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა – მასაც ისევე, როგორც ყველა ცნობილ დიქტატორს, აღსასრულის მოახლოების ალღო გამახვილებული ჰქონდა. საინტერესოა ისიც, რომ ცხოვრების ბოლო წლებში იოსებ სტალინი რელიგიისადმი ლმობიერებით გამოირჩეოდა, რის გამოც, სასულიერო პირთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელ საბჭოთა კავშირში მკვეთრად შესუსტდა, თუმცა ცხადია, საბოლოოდ არ აღმოფხვრილა. ნიკიტა ხრუშჩოვს ეს არ მოსწონდა და თანამედროვეთა გადმოცემით, პოლიტბიუროს სხდომებზე სულ “თავგასული მღვდლების” გამო ბუზღუნებდა. როგორც ჩანს, სტალინი თავს იკავებდა, მაგრამ საბოლოოდ, ვეღარ მოითმინა და მობუზღუნე ხრუშჩოვი სხდომიდანაც კი გააძევა, რასაც ბერიას თავშეუკავებელი ხარხარი მოჰყვა. სტალინი “პენსნეიან კაცს” მიუბრუნდა და ღიმილით, რუსულად უთხრა: “ასეთების დაცინვა ცოდვაა!” ნიკიტამ ეს ძაღლის ნაკბენივით დაიმახსოვრა და “დიდ ბელადს” ავად უმზერდა. 28 თებერვლის სუფრაზე კი, აბდურაჰმან ავთურხანოვის ცნობით, ხრუშჩოვი უჩვეულოდ ლაღად გამოიყურებოდა, თუმცაღა ცუდი სიმთვრალე მოიმიზეზა და წვეთიც არ დაულევია. ბერიამაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მხოლოდ ორიოდ ჭიქა შესვა, ისიც – სტალინის დაჟინებული მოთხოვნით. დაუზუსტებელი ცნობებით, ბერიამ წასულების შესანდობარი დალია და “დიდმა ბელადმაც” სწორედ ამ დროს ჩაილაპარაკა: “ვისურვებდი, წესი მაინც ამიგონ…” ამდენად, სტალინის უკანასკნელი წუთების მოგონებისას, სვეტლანა ალილუევა წერს, რომ კუნცევოს აგარაკზე ვიღაცას მღვდლის მიყვანაც კი მოუთხოვია, მაგრამ პოლიტბიუროს წევრებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევიათ. სწორედ ამის შემდეგ, სტალინი როგორღაც, გრძნობაზე მოვიდა, მარცხენა ხელი მომუშტა და უცნაურად გაარხია. “მღვდლის ხსენება არ სიამოვნებს!” – უთქვამს მაშინ ხრუშჩოვს და პოლიტბიუროს წევრებსაც სასწრაფოდ შეუწყვეტიათ ამაზე ლაპარაკი. ორიოდე საათში სტალინი გარდაიცვალა. ექიმებმა, რომლებიც დაბნეულები აქეთ-იქით დარბოდნენ, სიკვდილი დააფიქსირეს და როგორც წესი, იკითხეს, თუ შეიძლებოდა ცხედრის გაკვეთა დამატებითი დასკვნების გასაკეთებლად. ლავრენტი ბერია უხმოდ მივიდა იმ ექიმთან, რომელმაც შეკითხვა დასვა და ხელკავით გარეთ გაიყვანა, ოთახში კი მარტო შემობრუნდა. “მაშ ასე, ამხანაგებო! პანიკა საჭირო არ არის, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ!” – თქვა მან ბრძანებლურად და რატომღაც, ხრუშჩოვს გადახედა. ნიკიტამ “პენსნეიან კაცს” თვალი აარიდა. “სანამ სტალინის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდებოდა, პოლიტბიუროში ჯოჯოხეთი სუფევდა… ყველა უნდობლად უყურებდა ერთმანეთს და ამასთანავე, ცდილობდა, ზედმეტი ყურადღება არ მიექცია. ლავრენტი ბერია კი უკვე ყველაფრის ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს და, როგორც ამბობდნენ, ანგარიშს აღარავის უწევდა”, – იხსენებს სვეტლანა ალილუევა. დღევანდელი გადასახედიდან, მართლაც საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა გონებაშეზღუდულმა ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მათზე გაცილებით ფრთხილი ლავრენტი ბერიას ჩამოშორება – იმავე ალილუევას ცნობით (რაც დაზუსტებას საჭიროებს), საამისოდ გამოიყენეს ცნობილი ლამაზმანი, გერმანული წარმოშობის რუსი ქალბატონი, რომელიც ბერიას დიდი ხნის საყვარელი იყო. “პენსნეიანი კაცი” ძალოვან სტრუქტურებს ეყრდნობოდა და მათი დახმარებით, საბჭოთა კავშირში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ის აპირებდა მოეკლა ნიკიტა ხრუშჩოვი, შემდეგ კი მისი გარემოცვა გაენეიტრალებინა და საბჭოთა კავშირის მართვის სადავეები ჩაეგდო ხელში. ლავრენტი ბერიამ ლამაზმანის ალერსს ვეღარ გაუძლო (ასე წერს ალილუევა) და გეგმის დეტალებზე ალაპარაკდა – მის ხალხს პრეზიდიუმის წევრები ოპერის თეატრში, სპექტაკლ “დეკაბრისტების” პრემიერაზე უნდა აეყვანა. “სპექტაკლზე, რაღა თქმა უნდა, შენც გეპატიჟები, კარგი სანახაობა გველის!” – უთხრა “პენსნეიანმა კაცმა” საყვარელს მაშინ, როდესაც მას სახლში აცილებდა – ეს 1953 წლის ივნისის ერთ თბილ საღამოს მოხდა. კრემლში მიბრუნებულ ბერიას კაბინეტში ათიოდე ჩეკისტი დახვდა. “პენსნეიან კაცს” გულმა ცუდი უაზრა, მაგრამ მაინც, ცინიკური ღიმილით იკითხა: “რაო, ბიჭებო, მეც დაგჭირდით?” მოგვიანებით ერთ-ერთი ჩეკისტთაგანი იხსენებდა, რომ დაპატიმრების ორდერის წაკითხვა გაუჭირდათ, რის გამოც ბერიამ ერთი ჩაიცინა, მერე კი ცრემლის შეკავება ვერ შეძლო და ქართული აქცენტით თქვა: “წავიდეთ, ბიჭებო… ცუდია, რომ ბოლო გასროლა ვერ მოვასწარი…” დაპატიმრებულ ლავრენტი ბერიას ბრალი 1953 წლის ივლისში წაუყენეს, ხოლო დეკემბერში დახვრიტეს. მისი სასამართლო, ცხადია, გასაიდუმლოებული იყო და უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაამართლა ვასილი სტალინის მოლოდინი: “მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაჩემი ბერიამ მოკლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი სიკვდილით უფრო დაინტერესებულნი ყოფილან ისინი, ვინც ბერია დააპატიმრა და მისი სასამართლო პროცესი გაასაიდუმლოვა… ამას ახლა ვხვდები და სამწუხაროა, რომ ბერიამ სტალინის სიკვდილის საიდუმლო საფლავში ჩაიტანა”, – წერდა შემდეგ ვასილი სტალინი.


 

როგორ თამაშობდა სტალინი ჭადრაკს დაფაზე დაუხედავად…

მიუხედავად იმისა, რომ სტალინზე უამრავი რამაა დაწერილი და მისი ბიოგრაფიის მკვლევრებმა დიდი ბელადის ცხოვრება თითქმის საათობრივად შეისწავლეს, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იოსებ ბესარიონოვიჩი ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ძლიერადაც თამაშობდა. მართალია, მას ძალიან იშვიათად უწევდა ხოლმე ჭადრაკის თამაში, მაგრამ, როცა თამაშობდა, თითქმის ყოველთვის იგებდა და ყველაზე ძლიერ მეტოქეებსაც კი პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა. მეტიც, სტალინს ჭადრაკის თამაში დაფაზე დაუხედავად, ზეპირადაც შეეძლო და პარტიის მოსაგებად მეტოქის პირისპირ ჯდომა არ სჭირდებოდა. 1924 წლის 3 მაისს დიდი ბელადი შეუძლოდ გრძნობდა თავს და კრემლში არ გამგზავრებულა. მას მარცხენა ხელი სტკიოდა და ამიტომ ზუბალოვოში დარჩა. მან თავისთან მიხმო და მითხრა:
– პოსკრებიშევი როცა დარეკავს, უთხარი, რომ ყველა შეხვედრა ხვალისთვის გადაიტანოს, ძერჟინსკი კი აქ გამოუშვას.
– გასაგებია, – მივუგე სტალინს და წავედი.
„ჩეკას“ თავმჯდომარე ფელიქს ძერჟინსკი ზუბალოვოში შუადღისთვის ჩამოვიდა. რადგან მიცნობდა, გამიღიმა, ენერგიულად ჩამომართვა ხელი, მომიკითხა და მკითხა:
– რა სჭირს კობას?
– მარცხენა ხელი სტკივა, – მივუგე ძერჟინსკის.
– გასაგებია, – თქვა „ჩეკას“ თავმჯდომარემ, – მახსოვს, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, როდესაც ციმბირის გადასახლებიდან გავრბოდით, ოცდაათგრადუსიან ყინვაში მას სწორედ ეგ ხელი დაუსველდა, გაუცივდა და კარგა ხანს პარალიზებულიც ჰქონდა.
მე უხმოდ ვუსმენდი ძერჟინსკის, რომელიც სტალინის კაბინეტამდე მივაცილე. სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, „ჩეკას“ თავმჯდომარემ ბელადს ჰკითხა:
– მარცხენა ხელი გტეხავს?
ძერჟინსკის სიტყვებზე დიდ ბელადს გაეცინა, მე შემავლო მზერა და მიუგო:
– რას ნიშნავს, რომ „ჩეკას“ თავმჯდომარე ხარ! გზაშივე დაადგინე, რა მჭირს? ჰო, ეს წყეული ხელი მაწუხებს. გახსოვს? ამ ოციოდე წლის წინ რა დღეში ჩამაგდო, ციმბირიდან რომ გავრბოდით?
– სწორედ ამის შესახებ ვუყვებოდი ახლა მიშას, – უთხრა ძერჟინსკიმ სტალინს და ჩემკენ გამოიშვირა ხელი.
– უთხარი, რომ სადილი მოგვიტანონ, – დამავალა სტალინმა და მისი კაბინეტიდან გამოვედი.
ორიოდე საათის შემდეგ სტალინმა ჭადრაკის მოტანა მთხოვა. მივუტანე და, უკან გაბრუნება რომ დავაპირე, დიდმა ბელადმა მკითხა:
– ჭადრაკის თამაში თუ იცი?
ჭადრაკის თამაში ბავშვობიდან მიყვარდა და საკმაოდ კარგადაც ვთამაშობდი. ჟურნალებში დაბეჭდილი რთული საჭადრაკო პარტიების გარჩევაც მიყვარდა და სტალინს მივუგე:
– დიახ, ვიცი. თავისუფალ დროს გროსმაისტერების პარტიებსაც კი ვარჩევ.
– თუ ასეა, დარჩი და თვალყური გვადევნე. გროსმაისტერობისა რა მოგახსენო, მაგრამ, მე და ფელიქსი ძველი მეტოქეები ვართ და საკმაოდ საინტერესო პარტიები გამოგვდის.
მე, რა თქმა უნდა, დავრჩი და უხმოდ ვადევნებდი თვალყურს სტალინისა და ძერჟინსკის საჭადრაკო ორთაბრძოლას. თეთრებით „ჩეკას“ თავმჯდომარე თამაშობდა და მათ სიცილიური დაცვა გაითამაშეს.
მეექვსე სვლის შემდეგ სტალინმა გადმომხედა და მკითხა:
– თუ გროსმაისტერების პარტიებს არჩევ, არ უნდა გაგიჭირდეს იმის ამოცნობა, რომელი დაცვა ავირჩიეთ.
– სიცილიური, – მივუგე დიდ ბელადს.
– ყოჩაღ, – შემაქო სტალინმა, ულვაშებში ჩაეცინა და დაამატა: – სიცილიური დაცვის თავისებურება ისაა, რომ თავდასხმითი დაცვაა და, თუ მეტოქე შეტევით გაერთო, კონტრშეტევა გამოეპარება და დამარცხდება.
ძერჟინსკი დაძაბული დაჰყურებდა საჭადრაკო დაფას, შემდეგ სვლა გააკეთა, ხელი ჩაიქნია და თქვა:
– აი, მგონი, ისევ დავმარცხდი და შენი კონტრშეტევა გამომეპარა.
სულ რაღაც ათიოდე სვლის მერე შავებით მოთამაშე სტალინმა ძერჟინსკის მეფე დააშამათა და „ჩეკას“ თავმჯდომარეს უთხრა:
– შამათი, ფელიქს! ისევ გააშიშვლე ფლანგი და ჩემი კონტრშეტევა გამოგეპარა. ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვი, რაც „ესერმა“ ჰელფმანმა ტურუხანსკის გადასახლებაში.
– მახსოვს, – თქვა ძერჟინსკიმ, შემდეგ, რატომღაც, მე შემომხედა და მკითხა:
– გინდა, ჰელფმანის ისტორია მოგიყვე?
ასეთ გაშინაურებას ჩვეული არ ვიყავი, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი და ინსტიქტურად სტალინს გადავხედე. მას კი გაეცინა და თქვა:
– მოუსმინე, ფელიქსი საინტერესო ისტორიას მოგიყვება.
მე გავისუსე. ძერჟინსკის კი გაეცინა და დაიწყო:
– ტურუხანსკის გადასახლებაში „ესერები“ და ჩვენ ერთად ვიყავით შეყრილები. თებერვლის დასაწყისისთვის გაქცევა გვქონდა მომზადებული მე და კობას და ორმოცგრადუსიან ყინვაში ღამით ტაიგაში ორმოცდაათი კილომეტრი უნდა გაგვევლო. შეთანხმებულ ადგილზე კი უკვე ჩვენი კაცი დაგვხვდებოდა მარხილით და იქიდან წაგვიყვანდა. ყველაფერი მზად გვქონდა, როდესაც ერთი უკუღმართობა შემემთხვა: თბილი ქურქი, რომლის გარეშეც არამცთუ ტაიგაში სიარული, ქოხიდან გარეთ გასვლაც კი შეუძლებელი იყო, ცეცხლთან გაშრობის დროს დამეწვა. არადა, ორი დღის შემდეგ უნდა გავქცეულიყავით. მე და კობა საგონებელში ჩავვარდით. ცოტა ხნის შემდეგ კობამ მითხრა:
– მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ.
– რა? – ვკითხე კობას.
– რა და, ჰელფმანის თბილ ქურქი უნდა მოვიპოვოთ.
მიხეილ ჰელფმანი „ესერი“ ტერორისტი იყო. მას ძალიან თბილი ქურქი ჰქონდა და ძალით ვერ წაართმევდი, არც გაყიდდა, ამიტომ კობას ვკითხე:
– მოვპაროთ?
– ჭადრაკში მოვუგოთ, – მიპასუხა კობამ.
მიხეილ ჰელფმანი ბრწყინვალე მოჭადრაკეც იყო და გადასახლებულთა შორის ყველას უგებდა. მართალია, მე და კობას მასთან არ გვითამაშია, მაგრამ კობას ვუთხარი:
– კი, მაგრამ, ის ხომ ძლიერი მოთამაშეა და ყველას უგებს?
– მე მიგებს? – კითხვა შემომიბრუნა კობამ.
– თქვენ ერთმანეთში არ გითამაშიათ.
– ჰოდა, ახლა ვითამაშებთ, – თავდაჯერებულად მითხრა კობამ.
ერთი სიტყვით, კობამ თავისი ქურქი დადო კონში, ჰელფმანმა კი თავისი და ჭადრაკის თამაში დაიწყეს. კობამ ზუსტად იგივე პარტია გაითამაშა, როგორიც წეღან და, შეიძლება ითქვას, ზეპირად მოუგო მას: კობა ოთახში დადიოდა და ჩიბუხს აბოლებდა, ხოლო ჰელფმანი რომ სვლას გააკეთებდა, მას მე ვატყობინებდი ამ სვლას. ცოტა ხნის მერე კი კობა სვლას მკარნახობდა და მეც ვდგამდი დაფაზე ფიგურებს. მოკლედ, ჰელფმანს კობამ ქურქი მოუგო, რამდენიმე საათში კი ჩვენ გავიპარეთ – აი, ასე დაგვეხმარა ამ საქმეში ჭადრაკი.
ძერჟინსკიმ თხრობა რომ დაასრულა, სტალინს გაეღიმა და უთხრა:
– იმ „ესერს“ გააზრებული კომბინაციით მოვუგე ის პარტია. პოლიტიკაც ჭადრაკია და გაუაზრებელი სვლები კრახის ტოლფასია ამ საქმეში. ამიტომ ჩვენ, ბოლშევიკები, პოლიტიკური გროსმაისტერები უნდა ვიყოთ.
თავისი მოღვაწეობით სტალინმა დაამტკიცა, რომ ის მართლაც გროსმაისტერი იყო პოლიტიკაში.

Comments
Loading...