სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

სტამბოლის ღამის კლუბში 1 იანვრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა დაადგინეს თურქმა სამართალდამცვლეებმა.

თავდასხმის ორგანიზატორი უზბეკეთის მოქალაქე აბდულგადირ მაშარიპოვია.

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელსაც სანტა კლაუსის სამოსი ეცვა, 1 იანვარს 39 კაცი მოკლა და 60-ზე მეტი დაჭრა სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში და მის მახლობლად. პოლიციის ინფორმაციით, გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა პირმა შენობის შესასვლელის წინ მდგარი პოლიციელი მოკლა და შემდეგ სროლით შეიჭრა ღამის კლუბში, სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელები არიან. 

Comments
Loading...