შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელსაც სანტა კლაუსის სამოსი ეცვა, 1 იანვარს 39 კაცი მოკლა და 60-ზე მეტი დაჭრა სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში და მის მახლობლად. პოლიციის ინფორმაციით, გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებულმა პირმა შენობის შესასვლელის წინ მდგარი პოლიციელი მოკლა და შემდეგ სროლით შეიჭრა ღამის კლუბში, სადაც 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელები არიან.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
თურქმა სამართალდამცველებმა რვა პირი დააკავეს, რომლებიც სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტში არიან ბრალდებულნი.